შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარტინ მაზმანიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ერევნის კონსერვატორია 1931 წელს. 1921-1925წწ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგი გ. ა. გეკი(ჰობოი), 1926-1930წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პედაგოგები ს. ვ. ბარხუდარიანი, მ. მ. ბაგრინოვსკი(ორივე კომპოზიცია); 1932 წელს სომხეთში, კომპოზიტორთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი; 1937-1943წწ. იყო ერევნის ა. სპენდიაროვის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი, 1942-1949წწ. ერევნის პ. ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი, 1950-1954წწ. სომხეთის სახელმწიფო ფილარმონიის დერექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1962-1978წწ. ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი; მისი თხზულებები: ოპერა "ჩუტიკ"("წიწილა"), 2 სიმფონიური პოემა, 2 საცეკვაო სიუიტა, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო ნაწარმოებები, რომანსები, სიმღერები, საბავშვო მუსიკა; სომეხი კომპოზიტორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 292 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |