The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მაისურაძე

დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1894  (130 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის გიმნაზია.

მღეროდა ზ. ფალიაშვილის გუნდში; 1916 წელს დაიწყო სწავლა ქართული ფილარმონიული საზოგადოების სკოლაში, საგუნდო სიმღერისა და მუსიკის თეორიის კლასში, პედაგოგი ზ. ფალიაშვილი; 1918 წელს ჩამოაყალიბა მუშა-მოსამსახურეთა გუნდი და მართავდა კონცერტებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და დაბებში; 1928-1930წწ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში; მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, სადაც ჩაწერა მრავალი ქართული ხალხური სიმღერა; აქვეყნებდა სტატიებს ქართული ხალხური მუსიკის შესახებ; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სასწავლებლებში სიმღერის მასწავლებლად; ასევე ეწეოდა საკომპოზიტორო მოღვაწეობასაც; მისი თხზულებები: "გასწი ნიავო", "სანადიმო", "მერანი", "აღარ იძვრის ტყე", "სამშობლოვ სად გაქრა დრო დიდებული", "სატრფო ხშირად"; განზრახული ჰქონდა ქართულ ისტორიულ თემაზე ოპერა "ქალის ცბიერება"-ს დაწერა(მეფე-ერეკლე II-ის ცხოვრებიდან), მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტის დაწერა მოასწრო; ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 293


გააზიარე: