The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე მაისურაძე

ალექსანდრე მაისურაძე
Date of birth:12 January, 1894
Date of death:1 April, 1931  (at 37 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Singer, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის გიმნაზია.

მღეროდა ზ. ფალიაშვილის გუნდში; 1916 წელს დაიწყო სწავლა ქართული ფილარმონიული საზოგადოების სკოლაში, საგუნდო სიმღერისა და მუსიკის თეორიის კლასში, პედაგოგი ზ. ფალიაშვილი; 1918 წელს ჩამოაყალიბა მუშა-მოსამსახურეთა გუნდი და მართავდა კონცერტებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და დაბებში; 1928-1930წწ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში; მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, სადაც ჩაწერა მრავალი ქართული ხალხური სიმღერა; აქვეყნებდა სტატიებს ქართული ხალხური მუსიკის შესახებ; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სასწავლებლებში სიმღერის მასწავლებლად; ასევე ეწეოდა საკომპოზიტორო მოღვაწეობასაც; მისი თხზულებები: "გასწი ნიავო", "სანადიმო", "მერანი", "აღარ იძვრის ტყე", "სამშობლოვ სად გაქრა დრო დიდებული", "სატრფო ხშირად"; განზრახული ჰქონდა ქართულ ისტორიულ თემაზე ოპერა "ქალის ცბიერება"-ს დაწერა (მეფე-ერეკლე II-ის ცხოვრებიდან), მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტის დაწერა მოასწრო; ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 293; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.8; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge


Share: