The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დორიან კიტია

დორიან კიტია
ოფიციალური სახელი:ნოშრევან კიტია
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1927
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2006  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მომღერალი, მუსიკოსი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1951 წელს.

 1951 წლიდან მუშაობდა არქიტექტურის კათედრის ასისტენტად, იყო ინსტიტუტის პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე. აქტიურად მონაწილეობდა ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში, როგორც მომღერალი და მუსიკოსი (უკრავდა გიტარაზე). 1957–1959წწ. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1959–1962წწ. იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის, ხოლო 1962–1970წწ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი. 1975–1981წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორის პირველი მოადგილე, 1981–1989წწ. ფილარმონიის გენერალური დირექტორი. 1991 წლიდან მუშაობს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის პროგრამების ხელმძღვანელად.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.599; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.369

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: