Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ მათურელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1965 წელს, მოსკოვის კონსერვატორია 1970 წელს(საფორტეპიანო). 1970-1991წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო); მოწაფეები: ქ. ბადრიძე, ლ. ინაშვილი, ი. ცოცხალაშვილი; 1985 წელს ჩამოაყალიბა საფორტეპიანო ტრიო(თ. მათურელი - ფორტეპიანო, ლ. ჩხეიძე - ვიოლინო, რ. მაჩაბელი - ვიოლონჩელო); 1991-1992წწ. თანამშრომლობდა საქართველოს სიმებიან კვარტეტთან(ლ. ჩხეიძე - I ვიოლინო, ა. ხარაძე - II ვიოლინო, გ. ხინთიბიძე - ალტი, რ. მაჩაბელი - ვიოლონჩელო); ქართული რეპერტუარი: ა. მაჭავარიანი ტარანტელა ბალეტიდან "ოტელო", სონატა N2, "პარიზული ჩანახატები"(1980, პირველი შესრულება), ო. თაქთაქიშვილი საფორტეპიანო ტრიო, ნ. გაბუნია სონატა N3(1989, პირველი შესრულება), თ. შავლოხაშვილი საფორტეპიანო ტრიო; სხვა რეპერტუარი, კონცერტები: მოცარტი G-dur, ბეთჰოვენი N1, შოპენი N1, N2, ლისტი N1, ჩაიკოვსკი N1, რახმანინოვი N2, "რაფსოდია პაგანინის თემაზე"; კამერული რეპერტუარი: ბორის ჩაიკოვსკი სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, სონატები: მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შოპენი, სკრიაბინი, კაბალევსკი, ენესკუ, ბარბერი, ჰინდემიტე, ბერგი, მისივე "12 ვარიაცია საკუთარ თემაზე"; 1993 წელს კუნძულ ტექსელზე სოლო კონცერტის შემდეგ კულისებში გარდაიცვალა; პიანისტი, მოყვარული მხატვარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 292 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |