Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბადრი კობახიძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1948 წელს; სარეჟისორო ფაკულტეტი 1963 წელს. 1948 წლიდან მსახიობად მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია გეგელა (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), ოსიკო (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ბები (ი. ფუჩიკის" ადამიანებო იყავით ფხიზლად") და სხვა. რუსთაველის სახელმწიფო თეატრში დადგა რ. ნეშის "წვიმის გამყიდველი", ი. შტოკის "ღვთაებრივი კომედია", ა. ჩხაიძის "დაბრუნება" და "სამიდან ექვსამდე". ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ ინსტიტუტში. წლების მანძილზე იყო საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პირველი მდივანი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.603; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 96 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |