The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ მაილიან

დაბადების თარიღი:16 მარტი, 1880
გარდაცვ. თარიღი:20 აპრილი, 1942  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბაქო
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სემინარიაში, თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში(კომპოზიცია).

ძირითადად მოღვაწეობდა ქ. ბაქოში; 1910-1917წწ. ბაქოში სომხურ ენაზე გამოსცემდა ყოველთვიურ ილუსტრირებულ ჟურნალს "თათრონ ევ ერაჟშტუთიუნ"("თეატრი და მუსიკა"); ქ. ბაქოში ჩამოაყალიბა მუშათა გუნდები, დააარსა საბავშვო თეატრი-მუსიკალური სექცია; ზრუნავდა ბავშვთა მუსიკალურ აღზრდაზე; სომხური საბჭოთა სიმღერის ერთ-ერთი პირველი ავტორი; თხზულებები: საბავშვო ოპერები - "ბებია გიულნას ზღაპრები"(1906), "მშვენიერი გაზაფხული"(1925), "ზიზიკ", "ბედნიერების კურკა", "ანცი მიკიჩა"(ყველა 1926); ოპერა "საფა"(1933, ბაქო); მუსიკალური კომედიები: "თმბალაჩ ხაგან"(1929), "მოლა ნასრედინი"(1940); სიმფონია(1932); საგუნდო, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები, სიმღერები, ხალხური ხიმღერების გადამუშავება, მუსიკალურ-დრამატული სპექტაკლი-რომანი "არმენ"(1900), მოთხრობები; იყო ქორმაისტერი; 1926 წელს, თბილისში დაიბადა მისი ქალიშვილი ელზა ანტონის ასული მაილიანი, დირიჟორი, კომპოზიტორი და პედაგოგი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 293



გააზიარე: