The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ერისთავი

ელენე ერისთავი
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1897
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 1990  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვ. ლევცანდოვსკის კერძო გიმნაზია. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი 1923 წელს.

1932-1936წწ. იყო სკრის(გორი) მეხილეობის საცდელი სადგურის ხეხილოვანი კულტურების სელექციის განყოფილების გამგე, 1938-1956წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1941-1947წწ. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრაზე. 1956-1973წწ. ხელმძღვანელობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხეხილოვანი კულტურების სელექციისა და ჯიშთმცოდნეობის განყოფილებას. მისი თაოსნობით ჰიბრიდიზაციისა და ინტროდუქციის შედეგად მიღებული, შესწავლილი და წარმოებაში დანერგილია თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურების მაღალხარისხოვანი ჯიშები, გამდიდრებულია საქართველოს ხეხილოვანი კულტურების ასორტიმენტი. ელენე ერისთავმა გამოიყვანა ატმის ჯიშები: სანდო, პიონერი, გორული საადრეო, ერისთავის ვარდისფერი, ნობათი. პირველი  ქართველი სელექციონერი ქალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.59

ბიბლიოგრაფია

  • ქლიავი : გლეხის ბიბლიოთეკა (ავტორი). - ტფილისი, საბჭოთა კავკასიონი(ზარია ვოსტოკას სტ.), 1925

გააზიარე: