შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ერისთავი![]()
ბიოგრაფია1820 წლიდან მსახურობდა არმიაში. შემდეგ ირიცხებოდა იმპერატორის პირადი კანცელარიის მე-2 განყოფილებაში და საზღვაო უწყებაში. იყო რუსეთის იმპერიის სენატორი. მონაწილეობდა "ენციკლოპედიური ლექსიკონის"(გამოდიოდა 1835 წლიდან), აგრეთვე "სამხედრო-ისტორიული ლექსიკონის" პირველი ტომის(გამოდიოდა გენერალ ლ. ლ. ზედელერის რედაქციით) შედგენაში. ავტორია ბიოგრაფიული ნარკვევებისა რუს ისტორიულ მოღვაწეებზე, სტატიებისა-უკრაინის, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის შესახებ. 1842 წელს გამოსცა მონუმენტური ნაშრომი - "ისტორიული ლექსიკონი რუსეთის ეკლესიის წმინდანთა შესახებ". ცარსკოე სელოში სწავლობდა ა. ს. პუშკინთან ერთად. არაგვის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი. რუსეთის იმპერიის ფლოტის გენერალ-აუდიტორი (1856). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.57 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |