The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუბენ აგაბაბიანი

რუბენ აგაბაბიანი
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1911
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1970  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი.

პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; გარდაცვალებამდე იყო ამავე ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრის პროფესორი; იგი მეტად ნაყოფიერი მეცნიერი იყო; ამას მოწმობს მისი ოთხი მონოგრაფია და ასზე მეტი მეცნიერული ნაშრომი; განსაკუთრებით საინტერესოა მისი ფუნდამენტური გამოკვლევა "გამოთვლითი ტექნიკის გამოყენება არქიტექტურულ გეგმარებაში", რომელსაც ავტორმა რამდენიმე წელი შეალია; ნაშრომს დიდი გამოხმაურება ქონდა ჩვენშიც და უცხოეთშიც; მეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად იგი პრაქტიკოსი ხუროთმოძღვარი იყო - მისი პროექტების უმრავლესობა ხორცშესხმულია; ასევე ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას; ავტორია ოთხი პოეტური კრებულის; ხუროთმოძღვარი. სამეცნიერო შრომისათვის - "საქართველოსა და სომხეთის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობათა კომპოზიცია", 1949 წელს, მიენიჭა არქტიტექტურის დოქტორის სამეცნიერო წოდება.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.29

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირის სომხური სექცია, ხელმძღვანელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: