The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან კაკულია

რომან კაკულია
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების ფაკულტეტი 1984 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დაგეგმვისა და ორგანიზების სპეციალობით 1991 წელს.

1991-1993 წწ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი; 1993-1995 წწ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, პროექტების კოორდინაციისა და მარკეტინგის სამმართველოს უფროსი; 1995-1997 წწ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1997-2005 წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 2005-2016 წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი; 2016-2020 წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)

გააზიარე: