The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ერისთავი

დაბადების თარიღი:1805  (219 წლის)
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:დიდგვაროვანი, მეწარმე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე. ე. შ ერისთავის ძმა. 1825 წელს მამამ სასწავლებლად გააგზავნა პეტერბურგში. იქვე დაამთავრა საარტილერიო სასწავლებელი არტილერიის პრაპორჩიკის ჩინით. 1832 წლის 16 აპრილს თბილისში დაბრუნდა. პეტერბურგში ყოფნის დროს დიმიტრი ერისთავი დაუკავშირდა შეთქმულების ერთ-ერთი პირველი მოთავის, დიმიტრი ბატონიშვილის ჯგუფს, სადაც ხშირად  იკრიბებოდნენ მისი ძმა ე. ერისთავი, დ. ორბელიანი, დ. ჯორჯაძე და სხვ. სამშობლოში მიმავალი მოსკოვში გაჩერდა, დაუკავშირდა ოქროპირ ბატონიშვილის შეთქმულთა ჯგუფის წევრებს და გარკვეული დავალებით ჩამოვიდა. შეთქმულების გაცემის შემდეგ დიმიტრი ერისთავი მიაკუთვნეს დამნაშავეთა მესამე კატეგორიას, რომლებიც "ქმედითად მონაწილეობდნენ შეთქმულებაში და აჯანყების მოწყობის თანახმანი იყვნენ", თუმცა იგი მალე შეიწყალეს და სამხედრო სამსახურში აღადგინეს. ძმასთან ერთად სოფელ ღვარებში(გორის მაზრა) ფლობდა შუშის ქარხანას, სადაც ასამდე კაცი იყო დასაქმებული.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.59


გააზიარე: