The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატიანა მალიშევა

ტატიანა მალიშევა
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1953 წელს.

1953 წლიდან, ჯერ კიდევ სტუდენტი, იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(მეცო-სოპრანო); ქართული რეპერტუარი: ნანო(ზ. ფალიაშვილი "დაისი"), დარეჯანი(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი"), რუსუდანი(რ. გაბიჩვაძე "ნანა"); სხვა რეპერტუარი: კარმენი(ბიზე "კარმენი"), ამნერისი, აზუჩენა(ვერდი "აიდა", "ტრუბადური"), ორტრუდა(ვაგნერი "ლოენგრინი"), ჟანა დ'არკი, პოლინა, გრაფინია, ოლგა(ჩაიკოვსკი "ორლეანელი ქალწული", "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი"), ლიუბაშა(რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), რატმირი(გლინკა "რუსლან და ლუდმილა"), მარინა მნიშეკ(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ფროსია(პროკოფიევი "სიმიონ კოტკო"); ჰქონდა მდიდარი კამერული რეპერტუარი; საქართველოში მოღვაწე რუსი საოპერო და კამერული მომღერალი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.294; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.104

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: