The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა მამალაძე-გოგლიძე

ნათელა მამალაძე-გოგლიძე
ოფიციალური სახელი:ნათელა მამალაძე
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი (ვ. გურევიჩის ხელმძღვანელობით) 1974 წელს.

სხვადასხვა დროს ასწავლიდა მუსიკალურ სკოლა-სტუდიებში თეორიულ საგნებს. 1988 წელს მუსიკალურ-საინფორმაციო ცენტრში (საქმუსიკფორმი) მუშაობს, ხოლო 1993 წელს მისი დირექტორია. ნ. გოგლიძე-მამალაძე მონაწილეობდა AMIC-ის (მუსიკალურ-საინფორმაციო ცენტრების საერთაშორისო ასოციაცია) კონფერენციებში: ამსტერდამში (1994), პარიზში (1996), ბრატისლავაში (1997), ვენაში (1998). 1993 წელს მონაწილეობს კონცერტების ციკლის "ქართული მუსიკის სიახლენის" ორგანიზებაში, იგი მუსინფორმაციის მიერ გამოცემული ჟურნალების "Музыкальная Грузия" და "Musical Georgia" ერთ-ერთი დამფუძნებელია. პრესაში აქტიურად ეწევა თანამედროვე ქართული მუსიკის პროპაგანდას. მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 294; 2007 წლის საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინოქორეოგრაფია.თბ., 2007.- გვ.68; საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი: composersunion.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (2003-2008)

გააზიარე: