შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარბარე მამამთავრიშვილი-ანდღულაძისა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქალთა მესამე გიმნაზია 1917 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1924 წელს. 1924-1932წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(სოპრანო); 1924 წელს შედგა მისი საოპერო დებიუტი - ეთერი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"); ქართული რეპერტუარი: ეთერი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), რუსუდანი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"); სხვა რეპერტუარი: თამარი, პოპეა საბინა(რუბინშტეინი "დემონი", "ნერონი"), ნედა(ლეონკავალო "ჯამბაზები"), ოლიმპია(ოფენბახი "ჰოფმანის ზღაპრები"); მომღერლისა და პედაგოგის დ. ანდღულაძის მეუღლე, მომღერლისა და პედაგოგის ნ. ანდღულაძის დედა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 294
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |