შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს. ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო ჩაის მრეწველობის მანქანათმშენებლობის პრობლემურ ლაბორატორიაში. 1980 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის გარემოს დაცვის კათედრის გამგე, 1986 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ატომურ-აბსორბციული სპექტროსკოპიის გამოყენების რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. 1978-1979 და 1995 წლებში მივლინებული იყო აშშ-ის უნივერსიტეტებში. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის გამგე. კვლევის ძირითადი მიმართულებაა დალექვითი და კომპლექსწარმოქმნითი ქრომატოგრაფიის თეორია და პრაქტიკული გამოყენება. ავტორია 3 გამოგონების. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1977). გარდაიცვალა სან-ფრანცისკოში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.60 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |