The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ერისთავი

თამარ ერისთავი
დაბადების თარიღი:30 აპრილი, 1932
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 2014  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1956 წელს.

1960-1973წწ. მუშაობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრაზე. 1974-1993წწ. ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავრ სარედაქციო კოლეგიის ახალგაზრდა მთარგმნელთა სექციას. მონაწილეობდა მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის რედკოლეგიისა და შექსპირის სრული ქართული გამოცემის რედკოლეგიის მუშაობაში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1954 წელს. თამარ ერისთავის პოეტური კრებულებიდან აღსანიშნავია "იარე მზეზე"(1965), "ლექსები"(1975), "იალკიალი"(1981), "ლექსები"(1984), "ვარსკვლავიანი ცის ქვეშ"(1986). მის ლექსებში გაცოცხლებულია საქართველოს ისტორიულ გმირთა სახეები("ცოტნე დადიანის მოლანდება", 1969; "გორგასლის დაბრუნება",1967 და სხვ.). წარსულის სურათები("ძველ სამარხებთან", 1976; "კავთის ციხესთან", 1969; "ზმანება ვანის სამრხებთან", 1972) და სხვ. თარგმნა და შეადგინა  შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია(1979). თარგმნა რ. ბერნსის ლექსები(1959), "ლირიკა"(1964). ჯ. ბაირონის, ჟ. პრევერის, მ. ლერმონტოვის, ნ. ტიხონოვისა და სხვათა  ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.60; ქართველი მთარგმნელები ვებგვერდი: mtargmnelebi.blogspot.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: