The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარვარა ბაირამაშვილი-ვასილიევა

ვარვარა ბაირამაშვილი-ვასილიევა
ოფიციალური სახელი:ბარბარე ბაირამაშვილი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1888
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 1982  (94 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის ქალთა პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

თავდაპირველად მუშაობდა ხარკოვში; 1920 წელს ჩამოვიდა სამშობლოში და აქტიურად მონაწილეობდა ხრამჰესის დაპროექტებაზე; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისისა და სხვა ქალაქების ელექტროქსელების პროექტების შედგენის საქმეში; 1945-1948წწ. ხელმძღვანელობდა საკონსტრუქტორო ბიუროს, რომელიც შექმნილი იყო ლატვიის ელექტრომეურნეობის აღდგენის მიზნით; 1950-1960წწ. მუშაობდა ჩრდილო კავკასიისა და ამიერკავკასიის ელექტროსისტემის გაერთიანების პრობლემებზე; იყო ერთ-ერთი პირველი ქალი ენერგეტიკოსი საბჭოთა კავშირის მაშტაბით; მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელი (1961). ინჟინერ-ენერგეტიკოსი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.69

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: