The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ კოხრეიძე

თეიმურაზ კოხრეიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს.

1979-1980წწ. თბილისის კალინინის რაიონის თბომეურნეობის სამმართველო, საექსპლუატაციო-სარემონტო კანტორა, III თანრიგის ზეინკალი; 1986-1987წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი; 1987-1989წწ. ტყვარჩელის ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო, ცეხის ექიმი-თერაპევტი; 1989-1990წწ. მარნეულის რაიონული საავადმყოფო, სისხლის გადასხმის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლაზერული გამზომი სისტემების ცენტრი; 1991 წელს 25-ე პოლიკლინიკა, უბნის თერაპევტი; 1991-1993წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე; 1993-1995წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრის მოადგილის სამდივნოს გამგე; 1995-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის სამდივნო - დეპარტამენტის დირექტორი, საგანგებო დავალებათა ელჩი; 2004-2007წწ. სს "საქნავთობი", აპარატის უფროსი; 2006-2008წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სსიპ "დიპლომატი", უფროსი; 2009-2011წწ. შპს "ფიუჩარ პროდაქტს კომპანი", დირექტორი; 2012-2013წწ. შპს "ჯორჯია ტრანზიტი", დირექტორის მრჩეველი ადმ. საკითხებში; 2012-2016წწ. შპს "პეტროკას ენერჯი ჯორჯიას", კონსულტანტი ადმ. საკითხებში; 2013-2016წწ. შპს "არგოტრანსჯორჯია", კონსულტანტი.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები“, წევრი (2016-)

გააზიარე: