The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახაბერ კუჭავა

კახაბერ კუჭავა
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1979  (44 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2001 წელს; ნოტინგემის სამართლის სკოლა, კორპორაციული სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციით 2003 წელს.

2001-2002წწ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი; 2001-2004წწ. იურიდიული ფირმის "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური" უფროსი იურისტი; 2005 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი; საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2005-2007წწ. USAID-ის პროექტის "ბიზნესის გარემოს რეფორმა" კორპორაციული და სამეწარმეო სამართლის სპეციალისტი; 2007-2010წწ. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკორპორაციო სამართლის ექსპერტი; 2011-2015წწ. საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაციის "საერთაშორისო სავაჭრო პალატა" დირექტორთა საბჭოს წევრი; 2012-2016წწ. სს "კავკასიის მინერალების" გენერალური დირექტორი; 2015-2016წწ. სამთო-გეოლოგიური კომპანიის "GeorgianCopperand Gold" გენერალური დირექტორი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020-2022წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2021 წლის იანვრიდან პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრია და იკავებს პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას; ავტორია ნაშრომებისა: "საქართველო და ევროკავშირი: ერთად გარემოს დაცვისა და კლიმატის მიმართ მდგრადობისკენ"; "პირველი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი საქართველოში: შედეგებზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯები"; "კორპორაციული მართვის კოდექსის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო" (თანაავტორი); "საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის მიმოხილვა ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან"; "ფრანჩაიზინგის შესახებ შეთანხმება საერთაშორისო კერძო სამართალში"; "ინტერესთა კონფლიქტი: საუკეთესო პრაქტიკა და შესაბამისი ნორმატიული აქტები"; "კორპორაციული მართვა საქართველოში – პრობლემები და რეკომენდაციები"; "აღმასრულებელ დირექტორთა ვალდებულებები"; არის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვარტალური ჟურნალის "კორპორაციული მართვის" გამომცემელთა საბჭოს წევრი. 27.04.2021 - 24.12.2021წწ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (2021-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2020-2020)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2020-2020)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2022)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2019-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, თავმჯდომარე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2019-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)

გააზიარე: