შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენია ბარბაქაძე-ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თეატრალური სტუდია თბილისში. 1928 წელს რეჟისორმა ალექსანდრე თაყაიშვილმა მიიწვია მის მიერ დაარსებულ ქართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში; იყო ამ თეატრის წამყვანი მსახიობი და ერთ-ერთი დამაარსებელი; მას ასევე დიდი ამაგი მიუძღვის თოჯინების თეატრის შექმნასა და ჩამოყალიბებაში; 1936-1941წწ. რუსთაველის თეატრის მსახიობია; 1927 წლიდან პერიოდულად გამოდიოდა რადიოში; სამამულო ომის წლებში, დიდი წვლილი შეიტანა, როგორც მხატვრული სიტყვის ოსტატმა მტერზე გამარჯვების საქმეში; სისტემატურად გამოდიოდა მობილიზებულთა გასაწვევ პუნქტებში, ჰოსპიტლებსა და სამხედრო ნაწილებში, ამაღლებდა მათში ვაჟკაცურ სულისკვეთებას. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.71
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |