შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბურთიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის დროს მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში; მოსკოვიდან დაბრუნებული მიიწვიეს რეჟისორად და მსახიობად მუშათა ცენტრალურ კლუბში, შემდეგ საგარეჯოს თეატრში, სადაც მან 9 წელი იღვაწა; თბილისში დაბრუნებული თანამშრომლობდა ცნობილ ქართველ მსახიობებთან და ქმნიდა სცენურ სახეებს; ალექსანდრე ბურთიკაშივილი იყო ქართული ხელოვნების მატიანე და კრიტიკოსიც; მას ეკუთვნის ნაშრომი ნატო გაბუნიაზე; ამას მოჰყვა მონოგრაფიები - "შალვა დადიანი", "ალექსანდრე იმედაშვილი", "გიორგი არადელი - იშხნელი", "ალ. ყაზბეგი სცენაზე", "თეატრალური პორტრეტები", "ცეკვის ჯადოქარი"(ვახტანგ ჭაბუკიანი), "რაინდი უშიშარი და გულმართალი"(ვალერიან გუნია); სიცოცხლის უკანასკელ წლებში გამოაქვეყნა მოგონებები "დღენი ჩემი ცხოვრებისა"; თეატრალური კრიტიკოსი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.91 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |