შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ლილუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით 2001 წელს. 1998-2001წწ. ავიაკომპანია "ეარ ჯორჯია" და "ქართული ავიახაზები–აირზენა", ხელმძღვანელი პოზიცია; 2001-2004წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილე; იყო საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში RILO და დსთ–ს ქვეყნების საბაჟო სამსახურის მეთაურთა საბჭოში; 2004-2008წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ლექტორი; 2006-2007წწ. საპარლამენტო კომისიის წევრი, ექსპერტი ახალი საბაჟო კანონმდებლობის შემუშავებაში; 2004-2015წწ. შპს "ბურჯი", შპს "ქართუ მშენებელსა" და შპს "ოლდ სიტი დეველოპმენტში", დირექტორის თანამდებობები; 2015-2016წწ. "ქართუ ჯგუფის" გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პარალელურად "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2016 წლიდან ქალაქ თბილისის მერის მოადგილე; 2016–2017წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანისა და ხონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული; 2017 წლის 22 დეკემბრიდან 2019 წლის 8 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2019 წლის 8 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2019-2025წწ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |