შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლომია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
2005-2006წწ. თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიეთობის კომისია, მთავარი სპეციალისტი; 2003-2012წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ნათელი გზა", გენერალური დირექტორი; 2006-2016წწ. "საქართველოს სპორტსმენთა ლიგის" გენერალური დირექტორი; 2007-2016წწ. საქართველოს "კიოკუშინკაი კარატეს" ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი უსაფრთხოების საკითხებში (2013); "საქართველოს პრაქტიკული სროლის ფედერაციის" საპატიო პრეზიდენტი (2017); 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია"; 2020-2021წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |