The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ლომია

გიორგი ლომია
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1975  (46 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
2005-2006წწ. თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიეთობის კომისია, მთავარი სპეციალისტი; 2003-2012წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ნათელი გზა", გენერალური დირექტორი; 2006-2016წწ. "საქართველოს სპორტსმენთა ლიგის" გენერალური დირექტორი; 2007-2016წწ. საქართველოს "კიოკუშინკაი კარატეს" ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი უსაფრთხოების საკითხებში (2013); "საქართველოს პრაქტიკული სროლის ფედერაციის" საპატიო პრეზიდენტი (2017); 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია"; 2020-2021წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2018-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები", თავმჯდომარე (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები", თავმჯდომარე (2016-2019)

გააზიარე: