Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კომანდო გოგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია; ლოზანაში (შვეიცარია) აგრონომიული ფაკულტეტი; სწავლობდა ქ. ნანსის აგრონომიულ სასწავლებელში 1897 წლიდან; ჟენევის უმაღლეს სასწავლებელში ისმენდა ლექციების კურსს ქიმიაში. იყო უცხოეთში დიდი რევოლუიური წრეების მონაწილე და პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებს შორის; თავის მეუღლესთან ერთად, ჟენევაში რედაქტორობდა ანარქისტების პარტიულ ორგანოს "ხლებ ი ვოლიას", რომელშიც აქტიურად თანამშრომლობდნენ ცნობილი ანარქისტები პეტრე კროპოტკინი, ვარლამ ჩერქეზიშვილი და ლუიჯი ბერტონი; რუსეთის პირველი რევოლუციის დროიდან იგი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურა იყო ანარქისტებს შორის და აქედან მოყოლებული, თებერვლის რევოლუციამდე რედაქტორობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებს, მონაწილეობდა მიტინგებსა და დისკუსიებში, კითხულობდა ლექციებს; 1905 წლის რევოლუციის დროს ჩამოვიდა სამშობლოში, სოხუმსა და თბილისში ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას, რედაქტორობდა "ნობათს" და "მუშას", მაგრამ მალე მთავრობისაგან დევნილმა ისევ ევროპას შეაფარა თავი; იგი ინგლისში დაუკავშირდა პ. კროპოტკინსა და ვ. ჩერქეზიშვილს, გამოაქვეყნა შრომები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია - "როგორ და რისგან განვითარდა რევოლუციონერული სინდიკალიზმი?" ( პ. კროპოტკინის წინასიტყვაობით); 1921 წელს მძიმე ავადმყოფი ჩამოვიდა საქართველოში; ცხოვრობდა ჯერ ქუთაისში, შემდეგ ქობულეთში, სიცოცხლე დაასრულა ფსიქიატრულ საავადმყოფოში. რევოლუციონერი, ანარქისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.106; ანარქისტული ბიბლიოთეკა - Georgian Anarchist Laibtary - ს პორტალი: a-library.org ; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.629 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |