შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ მაკრახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1972 წელს. 1965-1973წწ. იყო N3 ტრესტის მე-10 მოძრავი მექანიზებული კოლონის საქმისმწარმოებელი; 1974-1975წწ. N32 მოძრავ-მექანიზებულ კოლონის უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1075-1977წწ. ქ. ვოლოგდის N3 ტრესტის უფროს სამუშაოთა მწარმოებელი; 1977-1979წწ. N3 ტრესტის მე-10 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში მთავარი ინჟინრი; 1980-1981წწ. 35-ე მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1981 -1985წწ. N 23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მე-13 ტრესტის უფროსი; 1985-1999წწ. საავტომობილო გზების სამინისტროს N28 საგზაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსი; 1999-2016წწ. შპს. "იბოლიას" დირექტორი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №41 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მადლობა და სიგელები. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.252 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |