The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია ერისთავი

მზია ერისთავი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 1983  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება.

მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. 1941 წელს საქართველოს პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში დააარსა ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტი. 1952 წელს მთავრობის დავალებით ჩამოაყალიბა ბავშვთა ცენტრალური საექსკურსიო-ტურისტული სადგური, რომელსაც 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ სადგურში შეიქმნა ნორჩ მხარეთმცოდნე მოგზაურთა და ნორჩ ფენოლოგთა ცენტრები, ნორჩ მოგზაურთა ბანაკების სისტემა საველე პირობებში(თრიალეთის ქედი, იალნოს ქედი, გუჯარეთის ხეობა, გუდაუთა, შაორი და სხვ.), სადაც ფიზიკურ წვრთნასთან ერთად იმართებოდა ნორჩ მხარეთმცოდნეთა კონფერენციებიც. 1952-1964 წლებში მისი ხელმძღვანელობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დააარსდა ბავშვთა ტირისტული ბაზები. ფენოლოგიური მუშაობა გაიშალა საქართველოს 100 სკოლაში(ყოველ რაიონში შერჩეული იყო 2-3 სკოლა, რომლებიც ზღვის დონიდან განსხვავებულ სიმაღლეზე მდებარეობდა). ყოველწლიური მონაცემების საფუძველზე შეიქმნა ფენოლოგიური რუკები, სქემები და გრაფიკები. თარგმნა რ. რასპეს "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი" და საბავშვო ზღაპრები(ფრანგულიდან). იგი არის ავტორი რამდენიმე ფუძემდებლური მეთოდური ინსტრუქციისა. მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ახალგაზრდობის ტურიზმის ცენტრს. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. პედაგოგ-მეთოდისტი, ბავშვთა და მოზარდთა სამხარეთმცოდნეო ტურიზმისა და ალპინიზმოს ფუძემდებელი საქართველოში, ბავშვთა და მოზარდთა ფენოლოგიური მუშაობის დამნერგავი საქართველოში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.61

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • 1946 - სახალხო განათლების წარჩინებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: