The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელიზბარ ერისთავი

ელიზბარ ერისთავი
Date of birth:1810
Date of death:11 January, 1871  (at 61 years)
Burial location:გორის საკრებულოს ტაძრის ("სობორო") გალავანი
Category:Nobleman, Manufacturer, Military Person

Biography

ელიზბარ ერისთავი იყო ქსნის ერისთავთა  საგვარეულოს წარმომადგენელი, იასე ყულარაღასის პირდაპირი შთამომავალი. 1823-1830 წლებში სწავლობდა პეტერბურგში; ეუფლებოდა საარტილერიო საქმეს. 1832 წელს აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულებაში, რისთვისაც 1834 წლის თებერვალში გაასამართლეს და ავლაბრის ყაზარმაში დაატუსაღეს, შემდეგ კი ჰელსინკში სამხედრო სამსახურში გაამწესეს. 1842 წელს საქართველოში დაბრუნდა და თავის ძმასთან, დიმიტრისთან ერთად სოფელ ღვარებში დაიწყო მინის ქარხნის მშენებლობა. 1844 წელს ქარხანამ მიიღო თბილისის სათადარიგო აფთიაქის მინის ჭურჭლით მომარაგების პრივილეგია. 1853-1856 წლებში მონაწილეობდა ყირიმის ომში. 1869 წლიდან, სამხედრო კარიერის ბოლოს იყო გორის მაზრის უფროსი (მაზრაში გაავრცელა ევროპული ჯიშის ხეხილი). თადარიგში გასვლისას მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.59


Share: