The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1971  (52 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს.

2001-2005წწ. სს ბანკი "ქართუს" რუსთავის ფილიალის იურისტი; 2005-2008წწ. სს ბანკი "ქართუს" იურიდიული განყოფილების იურისტი; 2008-2010წწ. სს ბანკი "ქართუს" იურიდიული დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი რეგულირების განყოფილების უფროსი, გენერალური დირექტორის თანაშემწე (სამართლებრივ საკითხებში); 2010-2014წწ. სს ბანკი "ქართუს" იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2014-2016წწ. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №26 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის იურიდილ საკითხთა კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა", წევრი (2023-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2022)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2020-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის", წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2016)

გააზიარე: