The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მეზურნიშვილი

ირაკლი მეზურნიშვილი
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1985  (38 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი ("მგიმო") 2007 წელს.

"მგიმოში" სწავლის პერიოდში დააარსა "დამოუკიდებელი ქართული კლუბი", რომელშიც ქართველი სტუდენტები გაწევრიანდნენ; 2007 წლიდან აქტიურად ჩაება სამეცნიერო საქმიანობაში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია  წამყვან ფინანსურ ჟურნალებში; 2010-2013 წლებში მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს კვლევით-ანალიტიკურ ცენტრში, საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; პარალელურად, კითხულობდა ლექციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უნივერსიტეტში; 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის თემაზე; 2015 წელს შექმნა სატელევიზიო ფორმატი და ჩაწერა ინტერვიუ მსოფლიოს ცნობილ ტოპმენეჯერებთან ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა და მოსკოვში; დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც საქართველოს და აშშ-ს მრავალწლიან მეგობრობას ეხება; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №39 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ინტეგრაციული პროცესების განვითარება საერთაშორისო სავალუტო სფეროში".

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2020-2020)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი, წევრი (2022-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წეცრი (2020-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2019-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)

გააზიარე: