The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკა მელია

ნიკა მელია
ოფიციალური სახელი:ნიკანორ მელია
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1979  (44 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს  სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2002 წელს; ოქსფორდის  ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი 2006 წელს.

2002-2003წწ. საქართველოს უშიშროების სამინისტრო, გამომძიებელი; 2007 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი, მრჩევლი; 2007-2008წწ. ამავე აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, მრჩევლი; 2008-2009წწ. აღსრულების ეროვნული ბიურო, უფროსის მოადგილე; 2009-2010წწ. ამავე ბიუროს უფროსი; 2010 წელს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი; 2010 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი; 2010-2012წწ. ამავე ბიუროს თავმჯდომარე; 2013-2014წწ. მთაწმინდის რაიონის გამგეობა, გამგებელი; 2016-2019წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020-2021წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geunm.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თავმჯდომარე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2017-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თავმჯდომარე (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2017-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2017-2018)

გააზიარე: