The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ მიქელაძე

გრიგოლ მიქელაძე
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ბაქოს პარტიული სკოლა.

1974-1977წწ. რკინიგზის თბილისის N1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მუშა; 1977-1983წწ. ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმის მუშა; 1983 წელს თბილქალაქმშენის მე-14 ტრესტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1983-1984წწ. თბილქალაქმშენის მე-14 ტრესტის მეორე სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1986-1987წწ. თბილისის კალინინის რაიონის საორგანიზაციო განყოფილების ინსპექტორი; 1987-1989წწ. ტრესტინჟმშენის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1989-1991წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-საპროექტო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1991-1992წწ. შპს "ტრანსსერვისის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1992-1996წწ. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საერთაშორისო გადაზიდვებისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე; 1996-2007წწ. შპს "საქრკინიგზაექსპედიციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2003-2016წწ. შპს "ტრანსსერვისის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №55 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-)

გააზიარე: