The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა დონჟაშვილი-ღამბაშიძე

ანა დონჟაშვილი-ღამბაშიძე
ოფიციალური სახელი:ანეტა დონჟაშვილი
სხვა სახელი:დონჟანელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1911
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1961  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლაგოდეხი.

სწავლობდა კ. მარჯანიშვილის სტუდიაში.

1928 წელს ჩაირიცხა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც 30 წელი იღვაწა; ამ სცენაზე მან შექმნა დასამახსოვრებელი სახეები: გრეტა ("ჰოპლა ჩვენ ვცხოვრობთ"), ლიზა ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ"), დაშა ("პური"), კალა ("ნინოშვილის გურია"), სპინოზა ("ურიელ აკოსტა"), ირინე ("კოლმეურნის ქორწინება"), ნიშეტ ("მარგარიტა გოტიე"), სონა ("ხანუმა"), ციცინო ("გამახარე"), კატო ("უფსკრულთან"); მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ეროვნული კულტურის განვითარების საქმეს მოახმარა. მსახიობ შალვა ღამბაშიძის მეუღლე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.128


გააზიარე: