| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა დონჟაშვილი-ღამბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლაგოდეხი. სწავლობდა კ. მარჯანიშვილის სტუდიაში. 1928 წელს ჩაირიცხა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში და 30 წელი იყო ამ თეატრის მსახიობი. თავისი სასცენო მოღვაწეობის პერიოდში შექმნა მრავალი დასამახსოვრებელი სახე: გრეტა ("ჰოპლა ჩვენ ვცხოვრობთ"), ლიზა ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ"), დაშა ("პური"), კალა ("ნინოშვილის გურია"), სპინოზა ("ურიელ აკოსტა"), ირინე ("კოლმეურნის ქორწინება"), ნიშეტ ("მარგარიტა გოტიე"), სონა ("ხანუმა"), ციცინო ("გამახარე"), კატო ("უფსკრულთან"). მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ეროვნული კულტურის განვითარების საქმეს მოახმარა. მსახიობ შალვა ღამბაშიძის მეუღლე. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.128; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.133; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

