The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან მუჩიაშვილი

რომან მუჩიაშვილი
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1974  (49 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით.

1996-1997წწ. ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; 1997-1999წწ. ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და ანალიზის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, კონსულტანტი; 1999-2001წწ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული და კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კონსულტანტი; 2001-2003წწ. ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კონსულტანტი; 2003-2004წწ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმატიკის სამსახურის კომპიუტერული და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების კონსულტანტი; 2004-2007წწ. ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ქსელების ადმინისტრირების და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი; 2007-2016წწ. შპს "პატარძეულის" ფინანსური დირექტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ , წევრი (2016-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2016)

გააზიარე: