The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით დუმბაძე

დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 1970  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, იგი იყო ბათუმში და მუშაობდა პარტიის საოლქო კომიტეტში; 1922 წლიდან გადმოვიდა თბილისში და შვიდი წლის მანძილზე იყო გაზეთ "კომუნისტის" რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი; შემდეგ ხელმძღვანელობდა გაზეთ "საბჭოთა აჭარას"; იყო აჭარის სახკომსაბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი; სხვადასხვა დროს "იზვესტიისა" და "კომუნისტის" წარმომადგენელი აჭარაში; ხოლო 1949-1955წწ. "იზვესტიის" საკუთარი კორესპოდენტი საქართველოში; ბოლოს გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორის მოადგილე და მთავარი რედატორი; ავტორია რამდენიმე წიგნისა ქართულ და რუსულ ენებზე; მასვე ეკუთვნის რუსი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებების მხატვრული თარგმანები; საზოგადო მოღვაწე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.129

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: