The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გენო ეგაძე-ყიფშიძე

ოფიციალური სახელი:ევგენია ეგაძე-ყიფშიძე
დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:14 დეკემბერი, 1969  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ჯერ კიდევ თბილისის ქალთა გიმნაზიის უფროს კლასელი ასწავლიდა ვერის რაიონის საკვირაო სკოლაში თამბაქოს ფაბრიკის მუშებს წერა-კითხვას; 1907-1914წწ. მასწავლებლობდა ქალთა მე-4 გიმნაზიაში, ვაჟთა II გიმნაზიაში, მე-15 შრომის სკოლაში; აგრეთვე ეწეოდა საზოგადოებრივ მუშაობას, აქტიურად ეხმარებოდა "წერა კითხვის საზოგადოებას" საღამოების მოწყობაში; შემოსავლით დახმარება ეწეოდათ მატერიალურად ხელმოკლე მწერლებს, მხატვრებს, საზოგადო მოღვაწეებს; ამასთანავე, ახლად დაარსებული "საქართველოს ისტორტიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმისთვის" აგროვებდა ქართლის სოფლებში ექსპონატებს(იარაღს, ჭურჭელს, წიგნებსა და სიგელებს).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.130

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: