შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკური ფაკულტეტი 1933 წელს. 1930–1936წწ. მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად თბილისის სხვადასხვა სკოლაში; 1941–1943წწ. იყო მე–17 საშუალო სკოლის დირექტორი; 1943 წლიდან – ვაჟთა 24–ე საშუალო სკოლის დირექტორი, რომელიც 1954 წელს რეორგანიზებული იყო 77–ე საშუალო სკოლად. 77–ე სკოლა 1991 წლიდან გადაკეთდა მე–5 გიმნაზიად და კობახიძის სახელობისაა. ავტორია შრომებისა სკოლათმცოდნეობისა და ფიზიკის სწავლების მეთოდიკის დარგებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.603; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; khobi-info.blogspot.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 97 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |