The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ კობახიძე

მიხეილ კობახიძე
Date of birth:5 April, 1939
Date of death:13 October, 2019  (at 80 years)
Category:Playwright, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს.

ფილმების გადაღება 1961 წლიდან, სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. გადაიღო მოლკემეტრაჟიანი ფილმები: "ახალგაზრდა სიყვარული" (1961) და "კარუსელი" (1962). 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა "ქორწილი" ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, "საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი"). 1967 წელს გადაიღო ფილმი "ქოლგა",  ფილმმა 1967 წელს მთავარი პრიზი და "ფიპრესის" პრიზი აიღო კრაკოვის (პოლონეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე. 1969 წელს რეჟისორმა გადაიღო 14 წთ-იანი ფილმი "მუსიკოსები". "მუსიკოსების" გადაღების შემდეგ რეჟისორს პრობლემები დაეწყო. საბჭოთა იდეოლოგიისთვის საშიში გახდა ის ფასეულობები, რომელსაც კობახიძე ქადაგებდა – ნონკონფორმიზმი, ამბოხების უნარი, დაუმორჩილებლობა, ინდივიდუალიზმი. მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. ფილმების გადაღებების აკრძალვის შემდეგ რეჟისორმა სცენარები დაწერა მულტფილმებისათვის: "ჩიბუხი" (1976), "ზღვაზე" (1980). ქართველი რეჟისორი 1996 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 1996 წელს ვენეციის კონოფესტივალზე მოეწყო რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა. 33 წლიანი პაუზის შემდეგ, კინო სფეროში მოღვაწეობა მიხეილ კობახიძემ საფრანგეთში განაახლა. 2001 წელს საფრანგეთში მიხეილ კობახიძემ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გზაზე". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.603; ეროვნული ფილმოგრაფიის პოერტალი: geocinema.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1990 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: