The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პიერ კობახიძე

პიერ კობახიძე
ოფიციალური სახელი:პეტრე კობახიძე
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1907
გარდაცვ. თარიღი:17 აგვისტო, 1963  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა სახელმწიფო სათეარტო ინსტიტუტი 1924 წელს.

 1924–1930წწ. იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. სცენაზე პიერ კობახიძემ შექმნა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გმირების გალერეა: ურიელი ("ურიელი კოსტა"), ფერდინანდი ("ვერაგობა და სიყვარული"), არმანი ("მარგარიტა გოტიე"), პეტრუჩიო ("ჭირვეული ცოლის მორჯულება"), პარატოვი ("უმზითვო"), ანტონიუსი ("ანტონიუს და კლეოპატრა"), ჩონტა ("მოკვეთილი"), იცკა ("იცკა რიჟინაშვილი"), ვაშაძე ("მისი ვარსკვლავი") და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.603

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1946 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: