The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ მამაცაშვილი

დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1895
გარდაცვ. თარიღი:1969  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1917 წელს.

სემინარიაში ნ. სულხანიშვილის დახმარებით საეკლესიო საგალობლების შესრულებას და ქართული სასიმღერო ფოლკლორის შესწავლა-აღდგენასა და ვიოლინოს დაკვრას დაეუფლა; სწავლის პერიოდში დაწერა საგუნდო სიმღერა "ელეგია"(1910); ის იყო, თბილისში 80 მომღერლისგან შედგენილი ეგზარქოსის გუნდის პირველი ქართველი რეგენტი; 1917 წელს რუსული მუსიკალური კომედიის დასის ხელმძღვანელმა, ბორისოვმა(თბილისში იმყოფებოდა საგასტროლოდ) თავის დასში მიიწვია; 1921 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში, პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(1931-1936); 1931-1936წწ. სტალინის კლუბთან(შემდგომში სახელმწიფო ფილარმონია) არსებული უკრაინული მუსიკალურ-დრამატული წრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი; 1933-1935წწ. თბილისის IV მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 1936 წელს გაიარა სტაჟირება ლენინგრადის კონსერვატორიაში; 1938 წელს იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი; 1939-1948წწ. თბილისის N2, N8, N9 მუსიკალური სკოლის პედაგოგი, შემდეგ - დირექტორი; 1940-1951წწ. თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის ქორმაისტერი; 1951 წელს ქ. კოხტლა-იარვეში(ესტონეთი) ჩამოაყალიბა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და იყო სამხატვრო ხელმძღვანელი, პარალელურად მუსიკალურ სკოლაში ასწავლიდა თეორიულ საგნებს; ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგ, გარდაცვალებამდე იყო ჯერ თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის ქორმაისტერი, შემდეგ კი სიცოცხლის ბოლომდე შ. რუსთაველის სახელობის თეატრის ლოტბარ-პედაგოგი, თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი; ქართული რეპერტუარი: შ. მილორავა "სასიძოები", გ. ცაბაძე "ბრწყინვალე მომავალი", "ჩვენი ნაცნობები", რ. გაბიჩვაძე "ჭრიჭინა", ნ. გუდიაშვილი "საჩუქარი", დ. თორაძე "შურისმაძიებელნი"(1952), შ. აზმაიფარაშვილი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"(1952); სხვადასხვა ავტორების სიმღერების საგუნდო გადამუშავება: დ. არაყიშვილი "სალამს გიძღვნი", "საღამო", "ვარსკვლავიანსა ღამეს", "მგზავრული", ვ. დოლიძე "სიკოს და საქოს კუპლეტები", ო. თევდორაძე "სიმღერა თბილისზე", რ. ლაღიძე "თბილისო", ო. თაქთაქიშვილი "სამშობლო", ს. მირიანაშვილი "საყვარელ ქუჩაზე", ხალხური "ადანდალი-დანდალი", იმერული "რერო"; დაამუშავა სიმღერები თბილისის შ. რუსთაველი სახელობის, მოზარდ მაყურებელთა თეატრების სპექტაკლებისთვის; დირიჟორ ა. მამაცაშვილის მამა; ქორმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 295

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: