The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემშიდ გიუნაშვილი

ჯემშიდ გიუნაშვილი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1931
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 2017  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თეირანი(ირანი).

დაამთავრა ქ. ტაშკენტის შუა აზიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანულ-ავღანური ფილოლოგიის განყოფილება 1953 წელს.

იგი დაიბადა ემიგრანტ ინჟინერ შალვა გიუნაშვილის ოჯახში; 1947 წელს გიუნაშვილების ოჯახი რეპატრიაციის წესით დაბრუნდა საქართველოში, ხოლო 1951 წელს გადასახლებული იქნა სამხრეთ ყაზახეთში. 1956-1958წწ. მუშაობდა სპარსული ენის მასწავლებლად ქ. ტაშკენტის უნივერსიტეტში; 1958-1994წწ. სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  სისტემასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1994-2004წწ. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; მისი სახელმძღვანელოებითა და ანალიტიკური გამოცემებით სარგებლობდენ მსოფლიო ირანისტიკის საკვანძო სამეცნიერო-საუნივერსიტეტო ცენტრების ლინგვისტები გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, შეერთებულ შტატებში; ანალიტიკური-საინფორმაციო ნარკვევების დამკვეთები იყვნენ  American Heritage და სხვა საენციკლოპედიო გამოცემები; მისი საერთაშორისოდ აღიარებული სპარსული ენის ფონეტიკა ჯერჯერობით ერთადერთი ფუნდამენტური ნაშრომია, რითაც ხელმძღვანელობენ მსოფლიოს ირანისტები; ჯემშიდ გიუნაშვილს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღის მათემატიკური ლინგვისტიკის მეთოდოლოგიის განვითარებასა და ლინგვისტურ კვლევებში მონაცემთა ელექტრონული გადამუშავების მიდგომების დანერგვაში; იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ფერეიდნული დიალექტის შენარჩუნება-აღორძინების საკითხებს. მისი ძალისხმევით გზა გაეხსნა თანამედროვე ქართული - ფერეიდნული ლექსიკონის გამოცემას. მისი მეურვეობით ფერეიდნელების, განსაკუთრებით ფერეიდანის ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული მრავალი სახელმღვანელო და საინფორმაციო წიგნი გამოიცა და გავრცელდა. ლინგვისტი, ირანისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 2012. - გვ. 37-38; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.59

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - წლის საუკეთესო წიგნის ლაურეატი
    ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 31-­ე წლისთავთან დაკავშირებით
  • ირანის უმაღლესი სამეცნიერო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: