The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფიოდორ მანოხინი

დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1822
გარდაცვ. თარიღი:4 აპრილი, 1902  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა პეტერბურგის თეატრალური სასწავლებელი.

1842-1861წწ. ცეკვავდა მოსკოვის დიდ თეატრში; ასრულებდა და დგამდა სახასიათო ცეკვებს, განამტკიცებდა რუსული ხალხური ქორეოგრაფიის თავისებურებებს; კარგად იცოდა საცეკვაო ფოლკლორი; 1883 წლამდე მოღვაწეობდა როგორც ბალეტმაისტერი; 1851 წლიდან იყო თბილისის საოპერო დასთან არსებული მცირე საბალეტო ჯგუფის ხელმძღვანელი და მოცეკვავე; წარმოადგენდა ნაწყვეტებს საბალეტო სპექტაკლებიდან, რომლებშიც თვითონაც მონაწილეობდა: ლოვენსკიოლის "სილფიდა", დრიგო "ჯადოსნური ფლეიტა", ლიადოვი "ჯადოსნური ტბა"; 1869 წლამდე იყო მოსკოვის თეატრალური სასწავლებლის პედაგოგი; მოწაფეები: პ. მ. და მ. ნ. კარპაკოვები, პ. პ. ლებედევა, ო. ნ. ნიკოლაევა, ს. პ. სოკოლოვი; 1851-1853წწ. საბალეტო დასთან ერთად, რომლის ხელმძღვანელი და მოცეკვავეც თვითონ იყო, გამართა გასტროლები თბილისში, ეს იყო პირველი საბალეტო დასი ჩამოსული საქართელოში; დასი წარმოადგენდა ნაწყვეტებს საბალეტო სპექტაკლებიდან; სხვა საბალეტო დადგმები: დ. ფ. ობერი "შეყვარებული ბაიადერა"; ცეკვები დადგმული საოპერო სპექტაკლებში: დარგომიჟსკი "ალი", სეროვი "როგნედა", ჩაიკოვსკი "ვოევოდა", რუბინშტეინი "დემონი"; ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 297



გააზიარე: