The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფიოდორ მანოხინი

ფიოდორ მანოხინი
Date of birth:22 September, 1822
Date of death:4 April, 1902  (at 79 years)
Category:Dancer, Educator

Biography

დაამთავრა პეტერბურგის თეატრალური სასწავლებელი (ამჟამად ა. ი. ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია). 

1842-1861წწ. ცეკვავდა მოსკოვის დიდ თეატრში; ასრულებდა და დგამდა სახასიათო ცეკვებს, განამტკიცებდა რუსული ხალხური ქორეოგრაფიის თავისებურებებს; კარგად იცოდა საცეკვაო ფოლკლორი; 1883 წლამდე მოღვაწეობდა როგორც ბალეტმაისტერი; 1851 წლიდან იყო თბილისის საოპერო დასთან არსებული მცირე საბალეტო ჯგუფის ხელმძღვანელი და მოცეკვავე; წარმოადგენდა ნაწყვეტებს საბალეტო სპექტაკლებიდან, რომლებშიც თვითონაც მონაწილეობდა: ლოვენსკიოლის "სილფიდა", დრიგო "ჯადოსნური ფლეიტა", ლიადოვი "ჯადოსნური ტბა"; 1869 წლამდე იყო მოსკოვის თეატრალური სასწავლებლის პედაგოგი; მოწაფეები: პ. მ. და მ. ნ. კარპაკოვები, პ. პ. ლებედევა, ო. ნ. ნიკოლაევა, ს. პ. სოკოლოვი; 1851-1853წწ. საბალეტო დასთან ერთად, რომლის ხელმძღვანელი და მოცეკვავეც თვითონ იყო, გამართა გასტროლები თბილისში, ეს იყო პირველი საბალეტო დასი ჩამოსული საქართელოში; დასი წარმოადგენდა ნაწყვეტებს საბალეტო სპექტაკლებიდან; სხვა საბალეტო დადგმები: დ. ფ. ობერი "შეყვარებული ბაიადერა"; ცეკვები დადგმული საოპერო სპექტაკლებში: დარგომიჟსკი "ალი", სეროვი "როგნედა", ჩაიკოვსკი "ვოევოდა", რუბინშტეინი "დემონი"; ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 297; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.515



Share: