Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იონა ვაკელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვაკე, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები 1920 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში; მისი პირველი ლექსი "გურია" 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ "მხედარში", ლექსთა პირველი კრებული კი 1922 წელს; აქედან მოყოლებული ქართველ მკითხველს არ მოჰკლებია მისი ლექსები, პოემები, პიესები, მისეული თარგმანები; განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ქართულ დრამატურგიას, მათგან დიდი წარმატებით სარგებლობდა პიესა "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", რომელიც 1933 წელს დაიდგა კ. მარჯანიშვილის თეატრში; ასევე დიდი მოწონება ხვდა წილად დრამატურგის პიესებს: "შამილს", "გიორგი სააკაძეს", "რვალს", "ხელაშვილის ოჯახს"; მანვე დიდი ოსტატობით თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, გოეთეს, შელის და სხვათა ნაწარმოებები. წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.140; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 136 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |