Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მარგიევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამრეწველო ინსტიტუტი 1933 წელს(ეკონომიკა-გეოგრაფიის სპეციალობა), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1949 წელს(ვოკალური). 1934-1958წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(დრამატული ბარიტონი); 1937 წლიდან სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში, პედაგოგი ვ. ქაშაკაშვილი(ვოკალი); 1937-1941წწ. იყო თბილისის IV მუსიკალური სასწვლებლის დირექტორი და პედაგოგი(ვოკალი); 1948 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1963 წლიდან დოცენტი; მოწაფეები: ა. აღლაძე, მ. დონაძე, რ. კაკაბაძე; 1958 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე; 1967 წლიდან კიევის კონსერვატორიის პედაგოგი; ქართული რეპერტუარი: მურმანი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), გოჩა( მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი"), თამაზი(ი. ტუსკია "სამშობლო"), ლადო(გრ. კილაძე "ლადო კეცხოველი"), ზაქროს მამა(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"), გრაფი ნესელროდე(დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი", პრემიერა 1958); სხვა რეპერტუარი: ამონასრო, რიგოლეტო, ჟერმონი, დი ლუნა(ვერდი "აიდა", "რიგოლეტო", "ტრავიატა", "ტრუბადური"), ტონიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), ესკამილიო(ბიზე "კარმენი"), მარსელი(პუჩინი "ბოჰემა"), ონეგინი, ტომსკი(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), გრიაზნოი(რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), იგორი(ბოროდინი "თავადი იგორი"), კოჩურა(ჩიშკო "ჯავშნოსანი პოტიომკინი"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 297; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.530 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |