The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა მარუაშვილი

ლეილა მარუაშვილი
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1967 წელს(საფორტეპიანო), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს(თეორიული).

1972 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(თეორიული საგნები), ასოცირებული პროფესორი, 2006 წლიდან ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიის დოქტორი; 2005-2014წწ. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი. მუსიკის მცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონტრასტის კატეგორია დ. შოსტაკოვიჩის სონატურ ფორმაში და მისი გარდასახვა ქართულ სიმფონიზმში", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 298

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: