The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა ნარჩემაშვილი

კობა ნარჩემაშვილი
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1969  (54 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა 1993 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით 2003 წელს.

1984-1986წწ. წყალტუბოს კომუნალურ საწარმოთა კომბინატის ქალაქის გამწვანების კანტორის მუშა; 1986-1988წწ. წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთის საბჭოთა მეურნეობის სამშებელო ბრიგადის მუშა; 1988-1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი; 1993-1994წწ. წყალტუბოს პროკურატურის სტაჟიორი; 1993-1994წწ. წყალტუბოს პროკურატურის სტაჟიორი; 1994-1995წწ. წყალტუბოს პროკურატურის უფროსი გამომძიებელი; 1996-1997წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 1997-1998წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტანენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1998წ. საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 1998-2000წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს (2000); 2000-2001წწ. საქართველოს შინაგა საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2001-2003წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №49 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდანმინიჭებული აქვს პოლიციის გენერალ-ლეიტენანტის წოდება.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.54

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები", წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები", წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები", წევრი (2020-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2019)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების მედალი

გააზიარე: