The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ნოზაძე

სიმონ ნოზაძე
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ფლევი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და კორპორაცია "ლიგია და კომპანიის" უნივერსიტეტი.

1971-1973წწ. "საქმთავარენერგოს" თბილისის ელქსელების დიდუბის ქვესადგურის ელმონტიორის თანაშემწე, ელმონტიორი; 1978 წელს კიროვის ქარხანასთან არსებული (ჩარხმშენებელი) საკონსტრუქტორო ბიუროს კონსტრუქტორი; 1978-1979წწ. 75-ე პროფტექნიკური სასწავლებლის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1982 წელს თბილისის ორჯონიკიძის კპ რაიკომის ინსტრუქტორი; 1979-1982წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი; 1980-1983წწ. სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის  ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი; 1982-1994წწ. საქ. სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, საქართველოს უშიშროების სამინისტრო, ოპერრწმუნებულიდან სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილემდე; 1994-1998წწ. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე; 1998-2002წწ. სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე; 2002-2006წწ. შპს "ატლანტი - უსაფრთხოების სამსახური", დირექტორი; 2013-2014წწ. სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი; 2015-2016წწ. სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის კონსულტანტი.

წყარო: აქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები", თავმჯდომარე (2016-)

გააზიარე: